დამოუკიდებელი დისტრიბუტორების ბიზნესის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის კონცეფციის პოპულარიზაციისთვის, კომპანია რეკომენდაციას უწევს დამოუკიდებელ დისტრიბუტორებს ჩაატარონ სასწავლო, განმავითარებელი, მოტივაციური და სხვა მიმართულების მქონე ღონისძიებები შემდეგი წესების დაცვით:

6.1. დისტრიბუტორის ღონისძიებები.

6.1.1.შეხვედრის/ღონისძიების რეგისტრაცია და დამტკიცება კომპანიის მიერ.

6.1.2. ნებისმიერი შეხვედრა 80-ზე მეტი მონაწილით უნდა იყოს დარეგისტრირებული და დამტკიცებული კომპანიის მიერ. ღონისძიებებისთვის განაცხადები უნდა გაიგზავნოს info@coral-club.com.

6.1.3. შეხვედრების/ღონისძიების დამტკიცება მხოლოდ კომპანიის პასუხისმგებლობაა. კომპანიას უფლება აქვს, ღონისძიების გამართვის ოფიციალური ნებართვის მინიჭებამდე, დაადგინოს კრიტერიუმები, რომლებიც ზღუდავს შეხვედრის/ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობას, ასევე სხვა გონივრული შეზღუდვები ასეთ შეხვედრებთან/მოვლენებთან დაკავშირებით.

6.2. შეხვედრებზე/ღონისძიებებზე სიტყვით გამოსვლის მოთხოვნები.

6.2.1. შეხვედრებზე/ღონისძიებებზე მომხსენებლები შეიძლება იყვნენ დამოუკიდებელი დისტრიბუტორები, რომლებიც:


6.2.2. Coral CIub-ის დამოუკიდებელი დისტრიბუტორების გარდა შეხვედრებზე/ღონისძიებებზე გამოსვლა ექვემდებარება კომპანიის მხრიდან დამტკიცებას.

6.2.3.დამოუკიდებელი დისტრიბუტორის მონაწილეობა ნებისმიერ შეხვედრაში/ღონისძიებაში უნდა იყოს სრულიად ნებაყოფლობითი.

6.2.4. შეხვედრებზე/ღონისძიებებზე მაყურებლისა და მსმენელის მიერ ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად, ყველა მომხსენებელმა გამოსვლების მომზადებისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:


აკრძალულია კომპანიის პროდუქციის მუშაობის შესახებ მცდარი მტკიცებების გამოყენება, მათ შორის:


6.3. აუცილებელია დაიცვათ კონცეფცია: Coral Club-ის პროდუქცია - წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატებს, მაგრამ არა მედიკამენტებს; მათი გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმის ყველა სისტემის ჯანსაღ მდგომარეობას და არ წარმოადგენს დაავადებების სამკურნალო საშუალებას.